მთავარი » მეტროპოლიტენი
სასაფლაოს შახტა

შახტა #65
ამ შახტიდან უნდა აშენებულიყო გადასარბენი გვირაბი ქვემო და ზემო ელიის მეტროსადგურებს შორის, მაგრამ მშენებლებმა შახტის მშენებლობაც ვერ დაასრულეს.
ობიექტი დატბორილია!

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2015-11-15

ელიის გვირაბი

ობიექტი ცნობილია, როგორც შახტა #63, რომელიც პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამ ჰორიზონტალური შახტიდან იგეგმებოდა ქვემო ელიის მეტროსადგურის აშენება, მაგრამ მშენებლობა უცნობი მიზეზით შეჩერდა.
დღევანდელი მდგომარეობით გვირაბი დატბორილია, რის გამოც შიგნით შეხწევა ვერ ხერხდება.
მისი სიგრძე და მიმართულება დაუდგენელია, მაგრამ შესასვლელიდან დაახლოვებით 100მ. მონაკვეთი მოსჩანს, რომელიც ბოლოში მარცხნივ უხვევს.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2015-11-15


შახტა #38, ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელი. მშენებლობა გაურკვეველი მიზეზის გამო შეჩერდა 1988 წელს, ხოლო მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" გახსნილი იქნა 1989 წლის 7 იანვარს.
აქ დღემდე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, რადგან არ დაიტბოროს მოქმედი გვირაბები და ბაქნები.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2015-04-06

ნაძალადევის დეპოს გვირაბის შახტა

ნაძალადევის დეპოს გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ეპოქის დასასრულს და ეს ობიექტიც სხვა მრავალ ობიექტთან ერთად ამჟამად არის დაუმთავრებელი და უმოქმედო. მისი დაუმთავრებლობა გამოიხატება იმაში, რომ ჰიდროიზოლაცია არის საკმაოდ დაბალი ხარისხის, ელქტროგაყვანილობის და სალიანდაგო მეურნეობა საერთოდ არ არსებობს, თორემ სხვა მხრივ გვირაბი, როგორც ასეთი მზად არის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან. გვირაბი ერთმანეთთან აკავშირებს ნაძალადევის დეპოს და მეტროს საბურთალოს ხაზს. ის იწყება დეპოს ტერიტორიაზე 173 მეტრიანი რამპით და მთავრდება წერეთლის სადგურთან. გვირაბის საერთო სიგრძე 739 მეტრია, ხოლო მთლიანად ხაზის 912 მეტრი გამოდის. ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდა ორი წერტილიდან – რამპიდან და ვერტიკალური შახტიდან, რომლიდანაც გადასარბენ გვირაბამდე გაყვანილია პატარა მიმსვლელი გვირაბი წყალშემკრები კამერით დასაწყისში. რაც შეეხება წყალს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იქაურობას გრუნტის წყალს მიაქვს, ამის გამო ტუმბოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, თორემ წერეთლის სადგური მიწისქვეშა აკვაპარკად გადაიქცევა.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2015-02-22

ზემო ელია – ვაზისუბნის გადასარბენი

ზემო ელია – ვაზისუბნის გადასარბენის სამშენებლო შახტა ყველაზე მსხვილი ობიექტია რაც კი აშენებულა დაუმთავრებელ თბილისის მეტროს მესამე ხაზზე. ვერტიკალური შახტის სიღრმე 67 მეტრს შეადგენს რაც 22 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლეა. შახტის მიწისქვეშა კომპლექსში შედის სამეურნეო დანიშნულების 3 ოთახი, ვერტიკალური შახტის ქვედა ჰორიზონტის შემოვლითი გვირაბი მომსახურე პერსონალისთვის, წყალსაკრები კამერა, დაახლოებით 80 მეტრის სიგრძის მისასვლელი გვირაბი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ვერტიკალურ შახტას და ორივე გადასარბენს. ეხლა რაც შეეხება გადასარბენებს – ერთის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრია და მთლიანად თუჯის ტიუბინგებით არის აწყობილი, ხოლო მეორე 250 მეტრს აღეწევს, აქედან 50 მეტრი ასევე ტუჯით არის მოპირკეთებული, დანარჩენი მონაკვეთი კი ბეტონის ბლოკებით. ამ გადასარბენის ბოლოში დგას დაჟანგებული ერექტორი, რომელმაც ოდესღაც მოაპირკეთა ეს გვირაბი ბეტონის ბლოკებით.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2014-12-03

მეტროსადგური

ვაზისუბნის მეტროსადგური უნდა აშენებულიყო შანდორ პეტეფის ქუჩაზე. მისი მშენებლობა დაიწყო 1980 წელს და გაიყინა 1991 წელს. ეს სადგური ცნობილია როგორც შახტა N68. მას უნდა ჰქონოდა ორი ამოსასვლელი და სადგური სავარაუდოთ ცალთაღიანი უნდა ყოფილიყო. მთავრობამ მოასწრო და ააშენა ერთი ამოსასვლელი, 63 მეტრის სიღრმის ვერტიაკალური შახტა, რაც დაახლოებით 18 სართულია. იგი ერთ–ერთი ყველაზე მშრალი და კარგად შენახული შახტაა.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2014-12-03

“მარჯანიშვილის” მეორე ამოსასვლელი

მეტროსადგურ “მარჯანიშვილი”–ს მეორე ამოსასვლელი მდებარეობს მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების გადაკვეთაზე. ამოსასვლელის მშენებლობა მიმდინარეობდა მე XX საუკუნის 80 წლებში და მისი მთავარი დანიშნულება იყო მაშინდელი უნივერმაღისკენ (დღევანდელი თიბისი ბანკი) და მარჯანიშვილის თეატრის სატრანსპორტო მომსახურება. არსებული მდგომარეობით აშენებულია სადგურის ვესტიბიული, საესკალატორო დაღმართი, საესკალატორო და სავარაუდოთ სარელეო დარბაზი, წყალშემკრები კამერა და რაც მთავარია დამონტაჟებული ჰერმენტული კარები. მეორე ამოსასვლელის კომპლექსი სრულდება კლდით, რომლის იქეთაც მარჯანიშვილის სადგურია, რომელთანაც იგი 90° კუთხით უნდა დაკავშირებულიყო, რაც ძალიან უცნაურია.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2014-11-17


მეტროსადგური "რუსთაველი 2"_ს მშენებლობა მიმდინარეობდა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს. მეტროს მშენებლებმა ამ მცირე დროის განმავლობაში ააშენეს ჰორიზონტალური სამშენებლო გვირაბი, რომლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 800 მეტრს. ეს მიწისქვეშა ნაგებობა ცნობილია მრავალი სახელით – მეტრომშენში მას იცნობენ როგორც «მე-60 შახტას», ჟურნალისტებისთვის ეს ბერიას საიდუმლო გვირაბია. გვირაბი გამოირჩევა ბევრი რამით – სიმრუდით, სადრენაჟო გასასვლელით მოსკოვის ხევის კოლექტორში, პირველ ხაზზე მოძრავი მატარებლების ხმაურით და ბოლოში მობილური კავშირის გააქტიურებით.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2014-11-17

მეტროსადგური

მეტროსადგური “სახელმწიფო უნივერსიტეტი” მდებარეობს ვაჟა–ფშაველას გამზირის ბოლოს. მისი მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90– ანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა ამ სადგურის დასრულება. დღესდღეობით მშენებარე უბანზე სამუშაოების 90 % მეტი შესრულებულია. კონკრეტულად კი აგებულია მარცხენა და მარჯვენა გადასარბენი გვირაბები, რომელთა სიგრძე დაახლოებით 960 მეტრს შეადგენს, ტექნოლოგიური სათავსოების ბლოკი, წევითი-დამადაბლებელი ქვესადგურის დარბაზი, დახრილი საესკალატორო გვირაბი. დასამთავრებელია სადგურის ბაქნიანი უბანი, რომელიც საეჭვოდ დაიბზარა, ასაქცევი საკანი და მოსაბრუნებელი ჩიხები, ვესტიბიული და მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასავლელები, შიდა კონსტრუქციების მშენებლობა, სადგურისა და ვესტიბიულის არქიტექტურული გაფორმება. შესასრულებელია დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები: ლიანდაგის დაგება და საკონტაქტო რელსის მოწყობა, ესკალატორებისა და ვენტილატორების მონტაჟი, წყალმომარაგების, წყალმოცილებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ელექტრომომარაგების, მატარებლების მოძრაობის ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კავშირგაბმულობის, ხანძარუსაფრთხოებისა და სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი. სადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტზე” სამუშაოები 2000 წლიდან გაჩერებულია. ამჟამად სადგურისა და გვირაბის კონსერვაცია მიმდინარეობს. მშენებლობა, სავარაუდოთ, მომავალ წელს უნდა განახლდეს. მშენებლობის დამფინანსებელია აზიის განვითარების ბანკი. “სახელმწიფო უნივერსიტეტის” გახსნასთან ერთად, სრულად დაიტვირთება ვაჟა-ფშაველას ორივე გვირაბი, სადაც გაუქმდება ერთლიანდაგიანი მოძრაობა და მგზავრებს აღარ მოუწევთ ვაგონიდან ვაგონში გადაჯდომა.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2014-11-17