7:20 PM "რუსთაველი 2" | |
მეტროსადგური "რუსთაველი 2"_ს მშენებლობა მიმდინარეობდა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს. მეტროს მშენებლებმა ამ მცირე დროის განმავლობაში ააშენეს ჰორიზონტალური სამშენებლო გვირაბი, რომლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 800 მეტრს. ეს მიწისქვეშა ნაგებობა ცნობილია მრავალი სახელით – მეტრომშენში მას იცნობენ როგორც «მე-60 შახტას», ჟურნალისტებისთვის ეს ბერიას საიდუმლო გვირაბია. გვირაბი გამოირჩევა ბევრი რამით – სიმრუდით, სადრენაჟო გასასვლელით მოსკოვის ხევის კოლექტორში, პირველ ხაზზე მოძრავი მატარებლების ხმაურით და ბოლოში მობილური კავშირის გააქტიურებით. | |
|