დაგვალაიქეთ!

  თავდაპირველად ჯგუფში ვიყავით სამი ადამიანი, პირველი ექსპედიცია მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატარეთ. ჩვენ უბრალოდ ჩავედით, როგორც ჯგუფი არც ვიყავით შეკრებილები.
ჩვენმა მმეგობარმა მიშა ისაკაძემ მომაწოდა იდეა ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რის შედეგადაც წამოვიდა ახალი იდეები და გეგმები. შემდგომ ვიპოვე რამოდენიმე ადამიანი რომელსაც ჩემსავით აინტერესებდა მიტოვებული ადგილები და მიწისქვეშეთი.
აქედან დაიწყო მთელი თავგადასავლები და დაუვიწყარი სანახაობები. შემდგომ ჩვენს ჯგუფს ვუწოდეთ დიგერთა კლუბი, რომელიც სრული სახით 2014 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. ინგლისურად Digger - მთხრელს ნიშნავს.

  ხშირად გვისვავენ შეკითხვებს თუ რა გვინდა მასეთ ადგილებში, რას ვხედავთ იქ საინტერესოს და ა.შ.
ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოძრაობს. ზოგმა არ იცის თუ რამხელა შენობა-ნაგებობები, გვირაბები და თავშესაფრებია მის ქვეშ, ხოლო ზოგმა ეს ზედაპირულად იცის.
მაგალითად ავიღოთ მეტრო. მეტროთი ყოველდღიურად დაახლოვებით 10000_მდე მგზავრი გადაჰყავს, ხოლო მათ უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს თუ რამხელა შრომაა მის მშენებლობაში ჩადებული და რამდენი ადამიანის სიცოცხლე აქვს შეწირული ამ მიწისქვეშა "ქალაქის" (მეტროს) მშენებლობას.


  ჩვენი გამოკვლევების ჩატარებისას არ დაგვინაგვიანებია არცერთი ობიექტი და არც დაგვიზიანებია/მოგვიპარავს არაფერი.
  ჩვენი ყოველი ექსპედიცია ხდება ოფიციალურად და შეთანხმებით.