მთავარი » სხვა
თსუ, II კორპუსის სარდაფი

1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. 

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.

Category: სხვა | Date: 2016-04-08

დატბორილი სკოლა

ვიდეო 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან

Category: სხვა | Date: 2016-04-08

ობიექტი #1-1

ობიექტი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ძალიან ხალხმრავალ ადგილას.
როგორც ამბობენ ეს ობიექტი ლავრენტი ბერიას დანიშნულებით გაითხარა.
ობიექტს ოდესღაც 4 შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთიდან შეიძლება ჩასვლა.
ქვემოთ განლაგებულია 2 ჰერმერტული კარები, რომელთა გაღებაც შეუძლებელია და უცნობია თუ ამ კარებების იქით რა ხდება.

Category: სხვა | Date: 2015-08-28

ვერტმფრენების სასაფლაო

დღევანდელი მდგომარეობით ტერიტორია მიტოვებილია და ნაწილობრივ გაძარცვულიც კი.
დაუდგენელია ამ ვერტმფრენების ჩამოწერის და მიტოვების მიზეზი.
ზოგ სატრანსპორტო საშუალებას აშკარად აღენიშნება ტყვიის ნაკვალევი.
აქვე წავაწყდით ბუნკერს, რომელიც სრულიად არ გამოგვიკვლევია. ზედაპირული დათვარიელების შედეგად ბუნკერი სრულიად გაძარცვული და გაპარტახებულია.

სრული სურათები

Category: სხვა | Date: 2015-06-24

წყალდიდობა თბილისში / Flood in Tbilisi

2015 წლის 13 ივნისს მდინარე "ვერე" ადიდდა, რასაც მოყვა უამრავი მსხვეპლი და დიდი ოდენობით ზარალი.
მინდა ყველა დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო, რადგან ეს იყო საშინელი ტრაგედია.
ასევე დაიღუპა უამრავი ცხოველი ზოოპარკის დატბორვის შედეგად, ხოლო ცხოველების ნაწილი ზოოპარკიდან გამოუშვეს რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამასთანავე განადგურდა გმირთა მოედნის ასფალტის საფარი, ზოოპარკი, მზიურის პარკი და რამოდენიმე შენობა-ნაგებობა.
ზარალი დიდია!!!

Category: სხვა | Date: 2015-06-16

მიტოვებული სამხედრო ბაზა

ბაზა მდებარეობს კოჯორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაზა სავარაუდოდ აშენებული გასული საუკუნის 70_ან წლებში. აღნიშნული ბაზა ამჟამინდელი მდგომარეობით მიტოვებული და გაძარცვულია, მაგრამ ჩვენს ინტერესს იქცევს ის თუ რატომ დაგვხვდა ბაზაზე ერთ-ერთ შენობაში ორი სამხედრო პირი...
ბაზაზე არის წყლის რეზერვუარი, რომელის "ჯორჯიან ვოთერი პაუერ"_ს ეკუთვნის მაგრამ უმოქმედოა.
ჩვენმა ჯგუფმა შემთხვევით მიაგნო ამ ბაზას..
ამავე ბაზაში არის ჯეოსელის ანძა რომელიც ჩვენი ვარაუდით არ არის მუშა მდგომარეობაში, რადგან მასზე ასვლის დროს შევამჩნიეთ, რომ კაბელები ჩაწყვეტილია. აქვე ვიპოვეთ სამი პატარა გვირაბი, რომლების ბოლოშიც ჩიხია.

Category: სხვა | Date: 2014-11-18