მთავარი » თავშესაფრები
საკომანდო პუნქტი

ობიექტის მშენებლობა 4 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. იგი თბილისში ყელაზე დიდი მიწისქვეშა თავდაცვითი ობიექტია. მის მშენებლობაზე გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ. გვირაბების სიგრძე დაახლოვებით 1300 მეტრს შეადგენს და 135 სხვადასხვა ფუნქციურ ოთახს. ამ ობიექტიდან უკავშირდებოდნენ საქართველოს და სხვა ქვეყნების თავდაცვით ობიექტებს, ასევე აქედან შესაძლებელი იყო სამოქალაქო განგაშის გამოცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ობიექტში დღემდე გამართულ მდგომარეობაშია ელ-ენერგია და ჰაერის ფილტრაციის სისტემა. ობიექტს დაალოვებით 100_მდე ადამიანი ემსახურებოდა.
(ბოდიშს გიხდით ცოტა უხარისხო სურათებისთვის)

Category: თავშესაფრები | Date: 2017-06-04

თავშესაფარი #424

თავშესაფარი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში.
უცნობია აშენების წელი. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტი ნახევრად გაძარცვულია. აქ ისევ მუშა მდგომარეობაშია ელექტროობა, ძირითადი ჰერმერტული კარებებიც ადგილზეა. მოკლედ რომ გითხრათ ობიექტს ისევ შეუძლია ხალხის შეფარება ომიანობის დროს.

Category: თავშესაფრები | Date: 2017-01-22

ქარხნის თავშესაფარი

ინფორმაცია თავშესაფარზე არ მოიპოვება!

 

 

Category: თავშესაფრები | Date: 2017-01-22

თავშესაფარი #5

თავშესაფარი აშენებულია 1980_იან წლებში. მდებარეობს თბილისის აეროპორტთან ახლოს. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტი გაპარტახებულია. ადგილზეა მხოლოდ 4 ჰერმერტული კარები, რომლების მოჭრაც რატომღაც ვერ მოახერხეს 

სურათები მოგვაწოდა: Alex Tatevosyan_მა

Category: თავშესაფრები | Date: 2016-06-15

რკინიგზის თავშესაფარი (#4)

ინფორმაცია ობიექტზე უცნობია

Category: თავშესაფრები | Date: 2016-04-27

საავადმყოფოს თავშესაფარი (#3)

თავშესაფარი მდებარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

უცნობია აშენების თარიღი და ის მიზეზიც თუ რატომ მიატოვეს.

ფოტოები მოგვაწოდა: Archie Gogoladze_მ

 

Category: თავშესაფრები | Date: 2016-04-27

თავშესაფარი #443

თავშესაფარი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ობიექტი დაახლოვებით მეოცე საუკუნის 70_იანი წლების ბოლოსაა აშენებული. გაყვანილია ელექტროენერგია, ჰაერის ტუმბოები მუშა მდგომარეობაშია, ასევე მუშა მდომარეობაშია სველი წერტილები. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტი მიტოვებულია, მაგრამ გამოსაყენებლად ვარგისია.

Category: თავშესაფრები | Date: 2015-03-06

თავშესაფარი #1

თავშესაფარი მდებარეობს თბილისის ცენტრში, ერთერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. სავარაუდოთ ობიექტი აშენდა XX ორმოციან წლებში. გვირაბთა საერთო სიგრძე დაახლოებით 2 კმ_ს შეადგენს. ამ თავშესაფარს აქვს შვიდი შესასვლელი. დღესდღეობით ობიექტი გაძარცვულია და ნაწილობრივად არის მითვისებული ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ.

Category: თავშესაფრები | Date: 2015-02-17