დაგვალაიქეთ!
  • ჯგუფში ყველას უნდა ჰქონდეს ძირითადი და სათადარიგო ფარანი ან ელემენტები. (უმჯობესია თავზე გასაკეთებელი ფარნის ქონა).
     
  • ჯგუფში ერთ ადამიანს მაინც უნდა ჰქონდეს პირველადი დახმარების ნივთები (პერეკისი, ბინტი, ბამბა, სანტავიკი).
     
  • როდესაც ჯგუფი ჩადის გამოსაკვლევად ზემოთ ვინმემ უნდა იცოდეს ამის შესახებ.
     
  • მიწისქვეშ არ შეიძლება ცეცხლის ანთება, მოწევა, დალევა ან ნასვამ მდგომარეობაში ჩასვლა.
     
  • ობიექტიდან არ გამოგაქვთ (იპარავთ) ამა თუ იმ ნივთს ან საგანს.
     
  • ასეთ ადგილებში ჩასვლისგან თავი შეიკავეთ ისეთმა ხალხმა, რომლებსაც გაქვთ კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში); აკროფობია (სიმაღლის შიში) ან ნეკტოფობია (სიბნელის შიში).
     
  • სასურველია ალპინისტური აღჭურვილობის (თოკი, ხელთათმანები, ჩაფხუტი, ობიექტის პირობებთან თავსებადი ფეხსაცმელები) ქონა და ისეთი ადამიანის ყოლა რომელმაც იცის ზემოთ მოხსენებული აღჭურვილობის გამოყენება.
     
  • ექსპედიციაზე მიზანშეწონილია მაქსიმუმ 7 ადამიანი.
     
  • ​აკრძალულია საიდუმლო და სტრატეგიული ობიექტების ზუსტი მისამართის გამჟღავნება!!!