მთავარი » მიტოვებული შენობა-ნაგებობები
მიტოვებული სასტუმრო

შენობა მდებარეობს წყნეთში. ადგილობრივების თქმით აქ საზარელი მკვლელობა მოხდა, რის შემდეგაც მთლიანი შენობა მიატოვეს.

სურათები მოგვაწოდა: ელენე კიწმარიშვილმა

Category: მიტოვებული შენობა-ნაგებობები | Date: 2016-04-27

ინგოროყვას #6

ინგოროყვას 6 ნომერში მდებარე სახლს "ეშმაკის სახლს" უწოდებენ. სახლი განსაკუთრებით საშიში შესახედავია მზის ჩასვლისას. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის სარდაფში, როგორც ამბობენ, ეშმაკის გამოსახულებაა და გზას აქედან საიდუმლო ოთახში გავყავართ. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს - ლეგენდის თანახმად, ეს სახლი მე-19 საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა შეიძინა, სახლში არის ბუხრის მსგავსი კუთხე, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი. ვაჭარი გავრცელებული ინფორმაციით, სპირიტიზმით იყო დაინტერესებული, აქ ხშირად ტარდებოდა სატანური რიტუალები. ამბობენ, რომ სახლში დღემდე დაფრინავს ნივთები და ისმის უცნაური ხმები, რის გამოც აქ ცხოვრებას ყველა თავს არიდებს. ე.წ. ეშმაკის სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ "ეშმაკის სახლში" მომხდარი მოვლენების მიხედვით გადაიღო სერიალი "სახლი ძველ უბანში" ავთო ვარსიმაშვილმა, რომელიც რეალურ მისტიკურ მოვლენებზე იყო დამყარებული.


კარსანის რეზიდენცია

კარსანის რეზიდენცია მდებარეობს მცხეთასთან ახლოს.
შენობა გერმანელი ტყვეების მიერაა აშენებული. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობას შეთავსებული ჰქონდა საავადმყოფოს ფუნქცია, ხოლო შემდგომ ის ტუბდისპანსერად გადააკეთეს.
დღევანდელი მდგომარეობით შენობა მიტოვებულია.


კინოთეატრი

კინოთეატრი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთგარეუბანში.
იგი აშენებულია 1978 წელს.
ამჟამინდელი მდგომარეობით შენობა მიტოვებული და გაძარცვულია.


ქიაჩელის N6

თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია ქალაქის მერიას N6-ში მდებარე სახლის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული სახლის მახლობლად ბარ-რესტორნებია განთავსებული, სახლს დიდი გალავანი აკრავს, დაკეტილია სახლის კარიც და ჭიშკარიც, თუმცა მის მეზობლად მცხოვრებნი აცხადებენ, რომ სახლში ხშირად შეუნიშნავთ უცნაური მოვლენები. ჩვენი რესპონდენტის, ნოე რამინაშვილის ბინას და მიტოვებულ შენობას ერთი ღობე ყოფს. როგორც ბატონი ნოე აცხადებს, ეს საუკუნის წინ აგებული სახლი აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს ეკუთვნოდა. შემდეგ კი ნუგზარ შევარდნაძემ შეიძინა, მაგრამ სახლში საცხოვრებლად შევარდნაძეების ოჯახი არ გადასულა. სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ლავრენტი ბერია დედასთან და დასთან ერთად. რამდენიმე თვის წინ მის სიახლოვეს წითელი აგურით ნაშენი გვირაბი აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ამ საიდუმლო გვირაბით ბერია სარგებლობდა. თუ ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებთ დავუჯერებთ, ისინი ხშირად გამხდარან უცნაური მოვლენების მომსწრენი, ადრე აქ თვით ბერიას მოჩვენებაც შეუნიშნავთ.. მოპირდაპირე სახლში მცხოვრების, ლეილა გორდეზიანის განცხადებით, მიტოვებული სახლიდან ღამის საათებში ვიღაც ხშირად ისვრის ქვებს, ზოგჯერ კი სახლში, სადაც ელექტროგაყვანილობის ხაზები არ არის სინათლე ირთვება.