კარსანის რეზიდენცია მდებარეობს მცხეთასთან ახლოს. შენობა გერმანელი ტყვეების მიერაა აშენებული. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობას შეთავსებული ჰქონდა საავადმყოფოს ფუნქცია, ხოლო შემდგომ ის ტუბდისპანსერად გადააკეთეს. დღევანდელი მდგომარეობით შენობა მიტოვებულია.