6:04 PM მეტროსადგური "ვაზისუბანი" | |
ვაზისუბნის მეტროსადგური უნდა აშენებულიყო შანდორ პეტეფის ქუჩაზე. მისი მშენებლობა დაიწყო 1980 წელს და გაიყინა 1991 წელს. ეს სადგური ცნობილია როგორც შახტა N68. მას უნდა ჰქონოდა ორი ამოსასვლელი და სადგური სავარაუდოთ ცალთაღიანი უნდა ყოფილიყო. მთავრობამ მოასწრო და ააშენა ერთი ამოსასვლელი, 63 მეტრის სიღრმის ვერტიაკალური შახტა, რაც დაახლოებით 18 სართულია. იგი ერთ–ერთი ყველაზე მშრალი და კარგად შენახული შახტაა. | |
|