მთავარი » 2014 » დეკემბერი » 03
ზემო ელია – ვაზისუბნის გადასარბენი

ზემო ელია – ვაზისუბნის გადასარბენის სამშენებლო შახტა ყველაზე მსხვილი ობიექტია რაც კი აშენებულა დაუმთავრებელ თბილისის მეტროს მესამე ხაზზე. ვერტიკალური შახტის სიღრმე 67 მეტრს შეადგენს რაც 22 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლეა. შახტის მიწისქვეშა კომპლექსში შედის სამეურნეო დანიშნულების 3 ოთახი, ვერტიკალური შახტის ქვედა ჰორიზონტის შემოვლითი გვირაბი მომსახურე პერსონალისთვის, წყალსაკრები კამერა, დაახლოებით 80 მეტრის სიგრძის მისასვლელი გვირაბი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ვერტიკალურ შახტას და ორივე გადასარბენს. ეხლა რაც შეეხება გადასარბენებს – ერთის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრია და მთლიანად თუჯის ტიუბინგებით არის აწყობილი, ხოლო მეორე 250 მეტრს აღეწევს, აქედან 50 მეტრი ასევე ტუჯით არის მოპირკეთებული, დანარჩენი მონაკვეთი კი ბეტონის ბლოკებით. ამ გადასარბენის ბოლოში დგას დაჟანგებული ერექტორი, რომელმაც ოდესღაც მოაპირკეთა ეს გვირაბი ბეტონის ბლოკებით.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2014-12-03

მეტროსადგური

ვაზისუბნის მეტროსადგური უნდა აშენებულიყო შანდორ პეტეფის ქუჩაზე. მისი მშენებლობა დაიწყო 1980 წელს და გაიყინა 1991 წელს. ეს სადგური ცნობილია როგორც შახტა N68. მას უნდა ჰქონოდა ორი ამოსასვლელი და სადგური სავარაუდოთ ცალთაღიანი უნდა ყოფილიყო. მთავრობამ მოასწრო და ააშენა ერთი ამოსასვლელი, 63 მეტრის სიღრმის ვერტიაკალური შახტა, რაც დაახლოებით 18 სართულია. იგი ერთ–ერთი ყველაზე მშრალი და კარგად შენახული შახტაა.

Category: მეტროპოლიტენი | Date: 2014-12-03